გამეღვიძა და მივხვდი რომ მომატყუეს… ჰაჰ, გამეღიმა… ყოველთვის მეღიმება, როცა რაღაც ახალს აღმოვაჩენ, ან მაშინ, როცა ისეთ დღეში მაგდებს ცხოვრება, ღიმილის მეტს ყველაფერს უნდა აკეთებდეს ადამიანი ჩემს ადგილას, მაგრამ მე მაინც მეღიმება…
გამახსენდა, როგორ მიმტკიცებდა რკინიგზის სადგურში მოლარე, 15 წელია აქ ვმუშაობ, ამის მეტი რა ვიცი, მაგ ადგილით წაღმა იმგზავრებთო. ჩემს თავზე გავბრაზდი, რით ვერ დავიმახსოვრე, ასე მარტივად არ შეძლება ადამიანს ენდო მეთქი, მითუმეტეს უცნობს. პროტესტის ნიშნად გავაქნიე ეს ჩემი გაღიმებული თავი და ხანში შესული თანამგზავრის ყურადღებაც დავიმსახურე. ისე გამომცდელად ჩამაცქერდა ვიფიქრე, ალბათ აინტერესებს მასზე ხომ არ მეღიმებათქო. Read the rest of this entry »